saqarTvelos qedebi - alevis qedi
უმაღლესი წერტილი | მექეთი |
კოორდინატები | 42°12`00` ჩ. გ. 44°37`00` ა. გ. |
სიმაღლე | 2937 მ |
ისტორიული სახელწოდება: ლომის-ალევის ქედი.
კავკასიონის სამხრეთი შტო. არხის ქედით უერთდება მთავარი წყალგამყოფი ქედის ტოტს - ხარულის ქედს. ალევის ქედი მდინარეების ქსნისა და არაგვის წყალგამყოფია. იწყება მექეთის მწვერვალთან, რომელიც ქედის უმაღლესი წერტილია (2937 მ). ქედზე აღმართულია მწვერვალები: შელი (2579 მ), მუნჯუხი (2685 მ), ყურყუტა (2681 მ), ლომისისმთა (2452 მ) და სხვ.
ალევის ქედი სამხრეთით ბოლოვდება ლორწიმის კლდის (ალევის კლდის) მასივით (1973 მ). მაღლა ქედზე სუბალპური და ალპური მდელოებია, ქვემოთ - ფართოფოთლიანი ტყეები.